четверг, 26 февраля 2009 г.

ჩრდილოეთით რაჭა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, დასავლეთით სვანეთისა და ეგრისის ქედებს,სამხრეთით ხვამლის მასივს, ნაქერალასა და რაჭის ქედებს მისდევს, აღმოსავლეთიდან შიდა ქართლის მხარე ესაზღვრება. რაჭის ფრთობია 2.47 ათასი კმ კვადრატი.
,,ყველიასნ ცოტათი უნდა აფუება, ჭყინტლ და ახალ ყველს ავურევთ ერთმანეთში, გეიტანს ერთმანეთს, გავაბრტყელებთ პურის ცომს თხლად და შუა გულზე დავაყრით, კაია კვერცხის გულს თუ გავურევთ საყველიანე ყველში.უკვერცხოდაც რამდენი კეთდება! ცომის თავებს თავს დაუყრით ხელში, ზედმეტ ცომს ავაგლეჯავთ და შუადან დავკრავთ ნელ–ნელა ხელს, გავასწორებთ და ჩავედთ კეცსა და კეცს შუა. ცოტა ხანში გამოცხვება ხაჭაპური. ხაჭაპურის ცომს როცა ყველს დავაყრით, თავებს სუა ადგილზე ძალიან შევუჭუპნით, გამოვა გულღია ხაჭაპური, ცქიტები აქვს"
რაჭვული ხაჭაპური (ოთხკუთხედი კონვერტის ფორმისაა), მაგრამ, რადგან იგი ოთხი კუთხითაა და წერტილით ბოლოვდება, უფრო წრიულს წააგავს და ესეც მზესთან სიმბოლურ გაიგივებად შეიძლება ჩაითვალოს. ხაჭაპურის ზედაპირზე, გამოცხობამდე, ხის მრგვალი ან ოთხკუთუთხედი ტრაპარეტით გამოჰყავდათ სხივოსანი მზე, სხავადსხა ფიგურა...